„ევერტონს“ შონ დაიჩი გაუძღვება

0
84

„ევერტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. Sky Sports-ის ინფორმაციით გუნდს 51 წლის ინგლისელი სპეციალისტი შონ დაიჩი გაუძღვება.
ფრენკ ლამპარდის დათხოვნის შემდეგ „ევერტონის“ ხელმძღვანელები მოლაპარაკებას დაიჩთან და არგენტინელ მარსელო ბიელსასთან აწარმოებდნენ. კლუბის მეპატრონე ფარჰად მოშირი მხარს ბიელსას კანდიდატურას უჭერდა, მაგრამ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ „ევერტონი“ დაიჩისთვის ჩაებარებინა.
დაიჩი 2011-2012 წლებში „უოტფორდს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2012 წლიდან შარშანდელ ზფხულამდე „ბარნლის“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით „ბარნლიმ“ 2016 წელს პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა.
„ევერტონი“ მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად ასპარეზობს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.