21 იანვარს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადებული All Star-ი 29 იანვარს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში 16:00 საათზე ჩატარდება და მასში ერთმანეთს ადგილობრივი, ქართველი კალათბურთელებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.
ადგილობრივი კალათბურთელების გუნდს ირაკლი ხოშტარიასთან ერთად ლექსო ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს ბექა წივწივაძე, ანატოლი ბოისა და ბესო ლეჟავა გაუძღვებიან.

შეგახსენებთ რომ All Star-ის მატჩის ფარგლებში გაიმართება 3 ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსები. სნაიპერთა კონკურსში მონაწილე 6 კალათბურთელი სუპერლიგის პირველი წრის შემდგომ, 3 ქულიანი სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე შემგომი კალათბურთელები იქნებიან: მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ლუკა ლიკლიკაძე (ოლიმპი), დერიკ ნიუტონი (დელტა), გიორგი გოგუა (ტიტები) და ნიკოლოზ სოსელია (ქუთაისი).





