მადრიდის „რეალი“ ბოლო 4 წლის მანძილზე პირველად ესპანეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა.
მადრიდულ დერბიში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
სტუმრები მე-19 წუთზე ალვარო მორატამ დააწინაურა, რომელმაც მოლინას პასი გამოიყენა. 2018 წლის შემდეგ, ეს „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის მიერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატანილი პირველი გოლი იყო. „რეალმა“ ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც გვერდი ოთხ მეტოქეს აუარა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. დამატებითი დრო დაინიშნა და 103-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ „რეალი“ ვინისიუს ჟუნიორის პასი მერე წინ გაიყვანა. მანამდე, 99-ე წუთზე სავიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ატლეტიკო” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. 121-ე წუთზე საბოლოო ანგარიში თავად ვინისიუს ჟუნიორმა გააფორმა, რომელმაც ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, გზად სამ მცველს გასცდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა.
„რეალმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან „ატლეტიკოს“ 7 მოუგო, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ „სამეფო კლუბი“ დამარცხდა.
ბენზემამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „რეალში“ ჩატარებულ 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
„ატლეტიკოს“ თავკაცმა არგენტინელმა დიეგო სიმეონემ სამწვრთნელო კარიერაში „რეალის“ წინააღმდეგ 38-ე მატჩი ჩაატარა. მან მადრიდეულ დერბიში მონაწილეობოს რაოდენობით ლეგენდარული მიგელ მუნიოსის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც „რეალს“ 1959-1974 წლებში ავარჯიშებდა.
„რეალის“ გარდა. ესპანეთის თასის 1/2-ფინალში „ბარსელონა“, ბილბაოს „ატლეტიკი“ და „ოსასუნა“ გავიდნენ. კენჭისყრა 30 იანვარსაა ჩანიშნული.





