“საბურთალო” შეკრებაზე ტაბატაძის და სილას გარეშე გაემგზავრა

0
59

საბურთალო“ თურქეთის ქალაქ ბელექში გაემგზავრა, სადაც 15 თებერვლამდე მოემზადება და ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
მეორე შეკრებაზე ხუთი საკონტროლო მატჩი დაიგეგმა – 30 ან 31 იანვარს (ადგილზე დაზუსტდება), 4, 7, 11 და 14 თებერვალს. მეტოქეები უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
გუნდში კიდევ ორი ახალწვეულია: “საბურთალოს” ღირსებას დაიცავენ მცველი ირაკლი კომახიძე და ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი. ორივე ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა.
თურქულ შეკრებაზე არ იმყოფებიან იური ტაბატაძე და შეიკნე სილა, რომლებიც ტრავმირებულები არიან.