„აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელი გაუშვა

0
56

ამსტერდამის „აიაქსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ალფრედ შრიოდერი დაითხოვეს. ამის შესახებ ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
შრიოდერს კარისკენ ერედივიზიონის მე-18 ტურში „ვოლენდამთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის მერე მიუთითეს. ამსტერდამელებს ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 მატჩი არ მოუგიათ და მსგავსი რამ 1965 წლის შემდეგ არ მომხდარა.
შრიოდერი „აიაქსს“ სათავეში გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა და ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა, რომელმაც „მანჩესტრ იუნაიტედს“ მიაშურა. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა.