ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ავსტრიის გრაცის „შტურმთან“ ჩაატარა, რომელიც ფრედ დასრულდა – 2:2. ავსტრიელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია.
„შტურმმა“ ანგარიში 35-ე წუთზე კერნერის დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე დანტემ მეორე გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე ბათუმელებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს და ლუკა ქაფიანიძემ თავით ერთი ბურთი გაქვითა. 82-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.
გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამო“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:: ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე.
ბათუმელებმა “შტურმთან” თამაშით ზამთრის მოსამზადებელი შეკრების პირველი ეტაპი დაასრულეს. დღეს დინამოელები ბათუმში დაბრუნდნენ და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. შეკრების მეორე ეტაპს ბათუმელები კვლავ ანთალიაში გაივლიან, სადაც 5 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
მეორე ეტაპზე გასამართი საკონტროლო მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია 1 თებერვალს გამოქვეყნდება




