ანანიძე: „კვარაცხელიას ინგლისის ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან“

0
32

ჯანო ანანიძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან. თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველს მიაჩნია, რომ კვარაცხელია კიდევ ერთი სეზონი „ნაპოლიში“ უნდა დარჩეს.
ანანიძემ, რომელმაც მოსკოვის „სპარტაკს“ შეკრებაზე ჩააკითხა, ამის შესახებ sport-express.ru-სთან ისაუბრა.
„მე ვიცი იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ხვიჩას აქვს. დიახ, ეს ინგლისის ტოპ-კლუბებია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ის მინიმუმ კიდევ ერთი წელი „ნაპოლიში“ უნდა დარჩეს – იტალიის ჩემპიონატი მოიგოს, მომავალ სეზონში ყველას დაუმტკიცოს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში გადავიდეს.
მას ყველაფერი აქვს, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ჯერჯერობით ამ ტიტულს კახა კალაძე ფლობს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას პირველობა ჩამოართვას“ – თქვა ანანიძემ, რომელმაც ტრავმების გამო კარიერა შარშან დაასრულა.