ფრანსის ნზაბა კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახურის იუწყება. კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს სტამბოლის “ბაშაქშეჰირიდან”ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
“დინამოში” გადასვლის შემდეგ, აფრიკელმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა:
ფრანსის ნზაბა: “ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.
აქვე მივესალმები “დინამოს” გულშემატკივრებს – თქვენის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო”.
თურქეთის სუპერლიგამდე ფრანსის ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, “ბაშაქშეჰირს” კი, 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი, სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი, მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ფრანსის ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.
კონგოელი ცენტრალური მცველი “დინამოს” თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში, შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.
