კაკუბავამ „გაგრას“ მიაშურა

0
35

ლევან კაკუბავა კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
32 წლის მცველმა ბოლო 4 სეზონი თბილისის „საბურთალოში“ გაატარა. მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2009-2013 წლებში გამოდიოდა.
ამის შემდეგ კაკუბავა „საბურთალოში“ გადასვლამდე, რუსთავის „მეტალურგში“, „ცხინვალში“, კვიპროსის ნიქოზიას „ომონიაში“, „სამტრედიაში“ და საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა.