“სამგურალმა” ბრაზილიელი მცველი დაიმატა

0
24

წყალტუბოს ,,სამგურალმა” 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუიშ ფერნანდო ბული დაიმატა. წყალტუბოელთა ახალწვეული ამპლუით მარცხენა მცველია და ბოლოს რიო დე ჟანეიროს ,,ბოავიშტაში” თამაშობდა.
ლუიშ ფერნანდო ,,ბოავიშტამდეც” ბრაზილიური კლუბების ღირსებას იცავდა. თამაშობდა ,,ფლუმინენსეს” , ,,კაბოფრიენსეს” და ,,ტაუბატეს” ახალგაზრდულ გუნდებში, შემდეგ ,,გრემიო პრუდენტეს” და ,,იკასას” ფეხბურთელი იყო.