“სამტრედიას” ოთხი ახალწვეული ჰყავს

0
44

გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ “სამტრედიას” 4 ახალი ფეხბურთელი შეემატა.
სამტრედიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედოდან” მათე აბულაძე და ვანო ჩარგეიშვილი მიიწვიეს.
მათ გარდა, კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებენ ირაკლი ზარიძე და ზვიად ნაჭყებია, რომლებმაც გასული სეზონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” გაატარეს.