თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში „ანკარაგუჯუ“, სადაც გიორგი ბერიძე გამოდის, სტუმრად „ადანა დემისფორს“ შეხვდა და 1:3 წააგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, კუთხურიდან ზუსტი პასი რადაკოვიჩს გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს და 3 ქულას დაეუფლნენ. ბერიძე 85-ე წუთზე შეცვალეს. „ანკარაგუჯუ“ 19 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორი“ გასვლაზე „გალათასარაის“ შეხვდა და 0:4 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე მოედანი დატოვა. „ჰათაისფორი“ 17 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“ სტუმრად „ვესტერნ იუნაიტედს“ შეხვდა და ქულა აიღო. ნიუკასლელებში ქართველმა ლეგიონერებმა ბექა მიქელთაძემ და ბექა დარცმელიამ შეუცვლელად ითამაშეს. მე-17 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, დარციმელიას პასის მერე სტინსმა ანგარიში გაათანაბრა. „ნიუკასლ ჯეთსი“ 13 ქულით 12 გუნდში მე-10 პოზიციაზეა.





