მამუკელაშვილის 5 ქულა “მაიამისთან”

0
37

“მილუოკიმ” იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე სტუმრად “მაიამისთან” 95:111 წააგო. ამ შეხვედრის გმირი კაილ ლოურის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე ნიგერიელი მცველი გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც “ბაქსს” 27 ქულა ჩაუგდო. ეს “მაიამის” მეორე გამარჯვება იყო “მილუოკისთან” ბოლო სამი დღის განმავლობაში.
ისევე, როგორც წინა მატჩში სანდრო მამუკელაშვილს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა – 7:11 წუთი. ქართველმა ფორვარდმა გუნდს 5 ქულა მოუტანა. 2:02 წუთით ადრე სანდრომ სამქულიანი ჩააგდო (107:91), ბოლოს კი უკანასკნელ წამზე ფარქვეშიდან დაასრულა “ბაქსის” შეტევა.
მამუკელაშვილმა 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, სხვა პოზიტიური სტატისტიკა მას არ ჰქონია (2 პერსონალური). “ბაქსს” 27 მოგება და 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 – მე-4 ადგილზეა “კავალიერსთან” ერთად.