გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე მატჩი გაიტანა. მე-19 ტურში „მეცმა“, რომელშიც საქართველო ნაკრების ფორვარდი გამოდის „რუანი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მიქაუტაძე წინა მატჩის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. მასპინძლებმა ანგარიში 72-ე წუთზე გახსნეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ქართველმა ფორვარდმა მეტოქე მცველის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც პარტნიორს უზუსტო პასი მისცა და მას მერე რაც ბურთი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან ლიგა 2-ში უკვე მე-9 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ „ბორდოს“ ნიგერიელ ფორვარდ მაჯას ჩამორჩება, რომელმაც მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. „მეცი“ 31 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
„ბორდომ“ მიჯრით მეორე შეხვედრა ფრედ დაასრულა. ამჯერად, ზურიკო დავითაშვილის გუნდი თავის მოედანზე „ამიენს“ დაუზავდა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში არ იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. მასპინძლები 42-ე წუთზე პენალტიდან მაჯამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან ანგარიში 92-ე წუთზე ილენკჰინამ გაათანაბრა. „ბორდომ“ ბოლო სამი მატჩიდან ერთი წააგო და 2 ყაიმით დაასრულა – 33 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ლე ავრს“ უკვე 9 ქულით ჩამორჩა.



