ჯიღაური სათამაშოდ ყაზახეთის ჩემპიონატში წავიდა

0
55

ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ბათუმის „დინამოს“ ექსფორვადმა კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე აქტაუს „კასპიისთან“ გააფორმა, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის.
ჯიღაურისთვის ყაზახეთში თამაში უცხო არაა, რადგან 2018 წელს „ორდაბასიში“ გამოდიოდა, სადაც 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
30 წლის შემტევი ნახევარმცველი 2019 წლიდან ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. მან ბათუმელებთან ერთად 2021 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, ხოლო 2022 წელს – სუპერთასი. მას კარიერის განმავლობაში ასევე კარიერის განმავლობაში თბილისის “დინამოში”, საჩხერის “ჩიხურაში”, მაკედონიის სკოპიეს “ვარდარში”,და საფრანგეთის “გრენობლში” გამოდიოდა.
ჯიღაური მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „კასპიიმ“ დაიმატა. მანამდე, ყაზახურ კლუბს ბათუმელთა ექსფორვარდი გიორგი ფანცულაია შეუერთდა.