„ბენფიკამ“ 18 წლის დანიელი ფორვარდი იყიდა

0
51

ლისაბონის „ბენფიკამ“ დანიის „ნორსიელანდიდან“ 18 წლის თავდამსხმელი ანდრეას შელდრუპი შეიძინა.
პორტუგალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „ბენფიკამ“ „ნორსიელანდს“ 14 მილიონი ევრო გადაუხადა. გარდა ამისა, დანიური კლუბი მომავალში ფეხბურთელის გაყიდვიდან თანხის 20 პროცენტს მიიღებს.
შელდრუპი „ნორსიელანდის“ პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 56 მატჩში 17 გოლი გაიტანა.