“ტორპედომ” მზადება დაიწყო და თურქეთში სპარინგები დაგეგმა

0
30

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გასული სეზონის გამარჯვებულმა ქუთაისის “ტორპედომ” მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა ჩხეტიანის შეგირდები ვარჯიშს თბილისში “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” საფეხბურთო ცენტრში შეუდგნენ, სადაც რამდენიმე დღე დარჩებიან, ხოლო შემდეგ  თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრებიან.
ქუთაისელები თურქეთში მინიმუმ 6 ამხანაგურ თამაშს ჩააიარებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “ტორპედოს” მეტოქეები დანიური “ნესტვედი”, უკრაინული “მეტალისტი” და “ლვოვი”, ლატვიური “რიგა” და მაკედონის “სილესკი” იქნებიან.
“ტორპედო” შეკრებაზე 15 თებერვლამდე დარჩება.