“ტორპედომ” 18 წლის მაკედონიელი დაიმატა

0
25

ქუთაისის “ტორპედომ” 18 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელი თავდამსხმელი დაშმირ ელეზი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ელეზი სამშობლოში “შკენდიაში” გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მან გასულ სეზონში “შკენდიას” შემადგენლობაში 27-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, ხოლო 2020-2021 წლების სეზონში 20 მატჩში 6 გოლი მიითვალა.
ელეზი ინგლისური გამოცემა he Guardian-ის ვერსიით 2021 წლის 60 ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა.   https://rb.gy/wi7sca