წყალტუბოს “სამგურალმა” 20 წლის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე დაიმატა, რომელიც გასულ სეზონში “გაგრაში” გამოდიოდა.
“გაგრამდე” ლომონაძე 3 წლის განმავლობაში თბილისის “დინამოში” თამაშობდა. გასული სეზონიც დედაქალაქურ კლუბში დაიწყო, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და შემდეგ იჯარის წესით “გაგრაში” გადავიდა.
ლომინაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებეში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ლომინაძის გარდა, “სამგურალმა” თბილისის ,,ლოკომოტივიდან” 18 წლის მეკარე გიორგი ლომაია დაიმატა.

ლომინაძის გარდა, “სამგურალმა” თბილისის ,,ლოკომოტივიდან” 18 წლის მეკარე გიორგი ლომაია დაიმატა.






