მაკარიძე პორტუგალიაში ბრუნდება

0
23

გიორგი მაკარიძემ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „პონფერანდინასთან“ კონტრაქტის გაწყვიტა. ამის შესახებ პონფერანდინელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მაკარიძე გუნდს 2021-2022 წლების სეზონის წინ შეუერთდა და ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 32 წლის ქართველი მეკარე კარიერას პორტუგალიის „მარიტიმუში“ გააგრძელებს, რომელსაც სათავეში ჟოზე გომეში ჩაუდგა. ეს უკანასკნელი მაკარიძეს ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ალმერიაში“ ავარჯიშებდა.
მაკარიძე კარიერის განმავლობაში „პონფერანდინას“ და „ალმერიას“ გარდა, თბილისის „დინამოში“, საფრანგეთის „ლე მანში“, კვიპროსის „დოქსაში“, პორტუგალიის „ფეირენსეში“, „მორეირენსეში“, „რიუ ავეში“, „სეტუბალში“ უთამაშია. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა. გიორგის საფრანგეთის ლიგა 1-ში ორ მატჩში აქვს ნათამაშები – 2009 წელს „სენტ ეტიენისა“ და „მონპელიეს“ წინააღმდეგ.