ზარანდია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს

0
27

ლუკა ზარანდია კარიერას საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. 26 წლის გარემარბი ბოლოს კიელცეს „კორონაშში“ გამოდიოდა და პოლონურ კლუბთან კონტრაქტი შარშან ნოემბერში გაწყვიტა.
ზარანდიამ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ბელგიის „გენკში“ და „ზულტე ვარეგემში“, პოლონეთის გდინიას „არკაში“ და „კორონაში“, ასევე ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიოდა.
მან „არკასთან“ ერთად პოლონეთის თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო.