საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საბა ლობჟანიძემ იმიჯი შეიცვალა. „ჰათაისფორის“ ფეხბურთელი თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში „ანთალისფორთან“ საშინაო შეხვედრაში მოედანზე შეღებილი თმით გავიდა.
ქართველმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო და შემდეგ შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
„ჰათაისფორი“ 17 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
