პორტუგალიის ნაკრები შესაძლოა რობერტო მარტინესმა ჩაიბაროს

0
27

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შესაძლოა ბელგიის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჩაიბაროს. The Telegraph-ის ინფორმაციით 49 წლის ესპანელმა სპეციალისტმა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დააინტერესა, რომელიც დათხოვნილი ფერნანდუ სანტუშის შემცვლელს ეძებს. მარტინესი ბელგიელებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა. მან 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე გუნდს ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა.
კატარის მუნდიალზე ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ბელგია ჯგუფიდან ვერ გავიდა, მან თანამდებობა დატოვა.