„საუთჰემპტონმა“ ზაგრების „დინამოდან“ შემტევი ნახევარმცველი მიროსლავ ორშიჩი შეიძინა.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „საუთჰემპტონის“ პირველი შენაძენია.
ორშიჩი „დინამოში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 118 მატჩში მეტოქეთა კარი 49- ჯერ აიღო – მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „საბურთალოს“.
30 წლის ორშიჩმა კატარში გამართულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. მის მიერ მაროკოს კარში შეგდებულმა ბურთმა ხორვატებს ბრინჯაოს მედლები მოუტანა.
მან საერთო ჯამში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება 22-ჯერ დაიცვა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.





