ამსტერდამის „აიაქსმა“ ესპანეთის „ვილიარეალიდან“ მეკარე ხერონიმო რული შეიძინა. ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 8 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო „ვილიარეალი“ დამატებით კიდევ ორ მილიონს ბონუსად მიიღებს.
რული ესპანური გუნდის პირველი გოლკიპერი იყო და მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 10 გოლი გაუშვა, ხოლო 7-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
ის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კატარში გამართული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა, თუმცა არცერთხელ უთამაშია.





