ბეკენბაუერი: „პელემ თავისი თეთრი ძმა მიწოდა რაც დიდი პატივი იყო“

0
31

ლეგენდარულმა გერმანელი ფეხბურთელის ფრანც ბეკენბაუერის თქმით, პელემ თავის დროზე „თეთრი ძმა“ უწოდა, რაც მისთვის ძალიან დიდი პატივი იყო.
„ფეხბურთმა ისტორიაში უდიდესი დაკარგა, ხოლო მე – უნიკალური მეგობარი. პელეს, რომელიც ტრეს-კორასოინსეში დაიბადა სამი სიყვარული ჰქონდა – ფეხბურთი, თავისი ოჯახი და ყველა ადამიანი. ის ყოველთვის ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, მაგრამ დედამიწაზე რჩებოდა.
აშშ-ში 1977 წელს გავემგზავრე, რადგან მართლაც მსურდა „კოსმოსში“ პელესთან ერთად თამაში. მის გვერდით გატარებული დრო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იყო. აშშ-ს ჩემპიონატი პირველივე ცდით მოვიგეთ და პელემ თავისი თეთრი ძმა მიწოდა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი პატივი იყო. ფეხბურთი ყოველთვის შენი იქნება ჩემო მეგობარო. შენ მუდამ დარჩები. მადლობა შენი თამაშისთვის“ – დაწერა გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მოიგო. “ფეხბურთის მეფედ” წოდებული პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.