ჰარი კეინი ინგლისის პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მე-17 ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ბრენტფორდთან“ 2:2 ითამაშა და კეინმა 65-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, ანგარიში შეამცირა.
მან Boxing Day-ს პერიოდში მე-10 გოლი გაიტანა და მსგავსი შედეგი მანამდე პრემიერ ლიგაში არავის ჰქონია.
გარდა ამისა, კეინმა მეტოქის კარში გოლი შობის მერე ჩატარებული 7 მატჩიდან თითოეულში გაუტანა. მან მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში თავი მეცამეტედ გამოიჩინა.




