ოჩოა სერია A-ში ითამაშებს

0
57

მექსიკის ეროვნული ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ „სალერნიტანაში“ გააგრძელებს.
37 წლის მეკარე „სალერნიტანასთან“2023 წლის ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეები შეთანხმების შემთხვევაში თანამშრომლობას კიდევ ერთი წელი გააგრძელებენ.
ოჩოა იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან მექსიკის „ამერიკასთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.
მექსიკელი გოლკიპერის კარიერაში „სალერნიტანა“ მეოთხე ევროპული კლუბია. მანამდე, ის საფრანგეთის „აიაჩოში“, ესპანეთის „მალაგასა“ და „გრანადაში“ გამოდიოდა.
„სალერნიტანა“ 20 გუნდში მე-12 ადგილზეა.