„ბარსელონას“ შოტლანდიის „სელტიკიდან“ მარჯვენა მცველის იოსიპ იურანოვიჩის შეძენა სურს.
Sky Sports-ის ინფორმაციით ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი კატალონიელების მთავარი სატრანსფერო მიზანია, რადგან მათთვის ზამთარში დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება პრიორიტეტულია.
„სელტიკის“ ხელმძღვანელებს 27 წლის ხორვატის შენარჩუნება სურთ და მსოფლიო ჩემპიონატამდე მასთან გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკება გამართეს, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
იურანოვიჩი „სელტიკში“ შარშან ზაფხულში ვარშავის „ლეგიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მას შოტლანდიელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.





