უგო ლორისმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩს ტრაგიკული ისტორია უწოდა, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა. ფრანგების კარის დარაჯმა ამის შესახებ არგენტინელებთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ განაცხადა.
„ეს ტრაგიკული ისტორიაა, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა. ჩვენ პირველი ტაიმი დიდი რაოდენობით ტექნიკური შეცდომების გამო ჩავაგდეთ. ორთაბრძოლებს ვერ ვიგებდით და მეტოქემ არაერთხელ უსიამოვნო ვითარებაში ჩაგვაყენა. ლოგიკურად ყველაფერი არგენტინის გამარჯვებისკენ მიდიოდა.
მეორე ტაიმის შუაგულში სიამაყის მოზღვავება ვიგრძენით და კილიან მბაპეს ნიჭის წყალობით ანგარიში გავათანაბრეთ. ეს მოკრივეთა ორთაბრძოლას ჰგავდა – დარტყმას დარტყმა მოსდევდა.
არგენტინელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს – აგრესიულად თამაშობდნენ და ყველა ასპექტს იყენებდნან. მთელი მატჩის განმავლობაში საკმაოდ ნელა ვმოქმედებდით. ვირუსი? თავის მართლებას არ ვაპირებთ, რადგან ბოლომდე დავიხარჯეთ. ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ“ – იუწყება ფრანგების კაპიტნის ნათქვამს rmcsport.bfmtv.com.





