სკალონი: „ლეოსთვის ადგილს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შევინახავთ“

0
49

ლიონელ სკალონის თქმით, შეუძლიათ მესის არგენტინის ნაკრებში ადგილი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეუნარჩუნონ. არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელის ამის შესახებ კატარის მუნდიალის ფინალში საფრანგეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა- მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებითი 3:3.
„დღესდღეობით, ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია ლეოსთვის ნაკრებში ადგილი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შევინახოთ. ამას რა მნიშვნელობა აქვს? შეგვიძლია მას 10 ნომერი შევუნახოთ თუ კარიერის გაგრძელებას მოინდომებს. მიმაჩნია, რომ მას უფლება აქვს აირჩიოს რა გადაწყვეტილება მიიღოს თავის კარიერასთან და არგენტინის ნაკრებთან დაკავშირებით.
ლეოს განსაკუთრებული პრივილეგიები არ აქვს – ასეც რომ იყოს, რაც ჩემი მწვრთნელობის დროს არასოდეს მომხდარა, სიმართლე ისაა, რომ მესის და მისი თანაგუნდელების გაწვრთნა მსიამოვნებს. არასოდეს მინახავს, რომ ვინმეს ასეთი გავლენა ჰქონდეს თავის თანაგუნდელებზე. ეს საუცხოოა“ – იუწყება სკალონის სიტყვენბს არგენტინის ნაკრების ტვიტერი.