დეშამი: „სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ გამოვავლინეთ“

0
54

დიდიე დეშამის თქმით, საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავისი ძლიერი თვისებები სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ გამოავლინა. ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კატარის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში არგენტნინასთან პენალტების სერიაში მარცხის მერე განაცხადა – ძირითადი და დამატები დრო 3:3 დასრულდა.
„უფრო მეტად გულდაწყვეტილი ვიქნებოდი, რომ 0:3 წაგვეგო. მაშინ, სასაუბროც არაფერზე იქნებოდა. მთელი საათი ვერ გავაკეთეთ ის რაც უნდა გაგვეკეთები, მაგრამა შემდეგ გაბედულება და ოსტატობა მოგვემატა, რის ხარჯზე არგენტინა „გამოვწურეთ“. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი რით დასრულდა?
თამაში შემოვატრიალეთ, მაგრამ როდესაც რაღაცას ეხები და ხელიდან გისხლტება, ეს კიდევ უფრო მძიმე გადასატანია. ამასთან შეგუება მოგვიწევს.
ნაადრევი შეცვლები გავაკეთა, რადგან უკმაყოფილო ვიყავი და მიმაჩნდა, რომ უფრო მეტი შეგვეძლო. ეს არ ნიშნავს, რომ შეცვლილი ფეხბურთელები დანარჩენებზე მეტად დამნაშავეები არიან. სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ გამოვავლინეთ, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ.
ჩვენ ძალიან რთული ვითარება რადიკალურად შემოვატრიალეთ ოსტატობისა და ხასიათის ხარჯზე, მაგრამა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემს მომავალს რაც შეეხება, ყველაფერს კარგად რომ ჩაევლო, ახლა პასუხს მაინც ვერ გაგცემდით. საფრნგეთის ნაკრები ყველაზე მაღლა დგას. როგორც იგეგმებოდა მომავალი წლის დასაწყისში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შევხდები და დანარჩენი მერე გამოჩნდება“ – ციტირებს ფრნაგული მედია დეშამს.