მესი: „მსოფლიო ჩემპიონობა არაერთხელ დამსიზმრებია, ნაკრებში ყოფნა მომწონს“

0
125

ლიონელ მესის თქმით მსოფლიო ჩემპიონობა არაერთხელ დასიზმრებია და ახლა სურს ეროვნულ ნაკრებში თავი ამ ამპლუაში გამოსცადოს. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ კატარში დასრულებული მუნდიალის ფინალში საფრანგეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. მატჩის ძირითადი დროს 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებითში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს.
„საოცარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა. გამარჯვება ძალიან მინდოდა. ვიცოდი, რომ ღმერთი ამაში დამეხმარებოდა, ასეთი შეგრძნება ყოველთვის მქონდა. ეს დიდი ხნი ნანატრია თასია, რომელიც ახლა აქაა. შეხედეთ როგორი ლამაზია. ჩვენ თავს ბევრი რამ გადაგვხდა, რომ ამისთვის მიგვეღწია. არგენტინაში დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები – წარმომიდგენია იქ რა სიგიჟე ხდება.
მსოფლიო ჩემპიონები ვართ. მე ეს არაერთხელ დამესიზმრა. ეს იმდენად ძლიერად მინდოდა, რომ კიდევ არ მჯერა. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს. ყველას ვინც მხარს მიჭერდა. ასევე, მათ ვისაც ჩვენი სჯეროდა. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ არგენტინა როდესაც ერთ მუშტადაა შეკრული, დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.
წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა. ეს ინდივიდუალიზმზე მაღლა დგას. ეს ძალაა მათი ვინც ოცნებისთვის იბრძოდა, რომელიც ასევე ყველა არგენტინელის ოცნება იყო. ცვენ ეს გავაკეთეთ.
რა თქმა უნდა, კარიერის ასე დასრულება მინდოდა, მეტს ვერც ვინატრებდი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. კარიერის თითქმის ასე დასრულება შთამბეჭდავია.
შემდეგ რა იქნება? მე სამხრეთ ამერიკის თასი და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე – ყოველივე ჩემი კარიერის თითქმის დასასრულს მოხდა.
ფეხბურთი და იმას რასაც ვაკეთებ მიყვარს. ნაკრებში ყოფნა მომწონს და მსურს გამოვცადო მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით თამაში როგორია“ – იუწყება მესის სიტყვებს არგენტინული მედია.