ლუკა მოდრიჩი: „ხორვატიის ნაკრებში თამაშს გავაგრძელებ“

0
51

ლუკა მოდრიჩი სანკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. ხორვატების კაპიტანმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის მატჩში მაროკოსტან (2:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ოქროს მედლების მოპოვება გვსურდა, რასთან ახლოს ვიყავით. საკუთარი თამაშით ვამაყობთ და სახლში გამარჯვებულები ვბრუნდებით. სანაკრებო დონეზე წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ. ჩვენი გუნდი შესამჩნევად გაზარდა და ეს გამარჯვებები უკვე საოცრება არაა, რომლებიც 20 წელიწადში ერთხელ ხდება.
ახლა ჩვენი გუნდის „ფარულ ფავორიტად“ აღქმა არ შემიძლია, რადგან ძალა ვართ, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩვენი გუნდის მომავალი ნათელია. ზოგიერთი ფეხბურთელი დიდ ტურნირზე პირველად ჩამოვიდნენ და მაშინვე მედლები მოიგეს. მე ამისთვის 12 წელიწადი დამჭირდა და ამ ქვეყანაზე ყველაფერი ვნახე. მათ უნდა დააფასონ ის რასაც მიაღწიეს.
ხორვატიის ნაკრებში ერთა ლიგაში თამაშს გავაგრძელებ. ამის შემდეგ ვნახავ რა იქნება“ – ციტირებს ხორვატული მედია 37 წლის მოდრიჩს.