უგო ლორისის თქმით, საფრანგეთის ნაკრებმა კვირას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავისი შესაძლებლობა უნდა აჩვენოს. ფრანგების კაპიტანმა ამის შესახებ 1/2-ფინალში მაროკოსთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან დავიღალეთ და ძალა გამოცლილნი ვართ, მაგრამ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ვართ. საკუთარ თავს მივეცით ძვირფასი შესაძლებლობა, რომ საფრანგეთის ნაკრების სახელი ფეხბურთის ისტორიაში ჩაგვეწერა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენთვის მეორე ფინალია.
ჩვენ ძლიერები და მომთმენი ვიყავით, როდესაც ეს გვჭირდებოდა. თუმცა ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია. ჩვენ კვირას უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. საუცხოო ფინალი იქნება. არგენტინა საუცხოო გუნდია, სადაც გამოდის მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. თუმცა, ჩვენ საკუთარი არგუმენტები გვაქვს“ – იუწყება ლორისის ნათქვამს rmcsport.bfmtv.com.





