დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ ანტუან გრიზმანის ის ფეხბურთელია, რომელსაც გუნდისთვის სახის შეცვლა შეუძლია.
„ანტუანი ძალიან კარგია. ის მოთამაშეა, რომელსაც გუნდისთვის სახის შეცვლა შეუძლია. იგი მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებსს და თავისი ტექნიკით თამაშზე გავლენას ახდენს. მას ახალი როლი ძალიან უხდება. გრიზმანისთვის ერთნაირად სასიამოვნოა როგორც ბურთის ართმევა, ასევე გადაცემის გაკეთება. ანტუანი ყოველთვის გუნდზე ფიქრობს. ის გაცილებით გულუხვია ვიდრე ჩვეულებისამებრ არის ხოლმე.
ანტუანი უკვე 10 წელიწადია ტოპ-დონეზე თამაშობს. მას რთული პერიოდები ჰქონდა, თუმცა დიადი ფეხბურთელის მენტალიტეტი აქვს და როდესაც საჭიროა ყოველთვის გვერდითაა“ – იუწყება საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ნათქვამს RMC Sport.





