არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში მოფლიო ჩემპიონატების ფინალში მეექვსედ გავიდა. ლიონელ სკალონის გაწვრთნილი გუნდი ლეო მესის კაპიტნობით 1/2-ფინალში ხორვატიას შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის 34-ე წუთზე ხორვატების დაცვა აშკარად ჩავარდა და არგენტინელი ფეხბურთელის მიერ თავისი ნახევრიდან გაკეთებული პასის შემდეგ, დომინიკ ლივაკოვიჩმა პირისპირ გასულ ხულიან ალვარესმა სუსტად კი დაარტყა, მაგრამ ხორვატების მეკარემ თავის საჯარიმოში წააქცია და იტალიელმა მსაჯმა დანიელ ორსატომ პენალტი დანიშნა. მესიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა,
39-ე წუთზე ალვარესმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო და ჯერ იურანივიჩს გაექცა, შემდეგ საჯარიმოში სოსას, ხოლო თავისი საუცხოო რეიდი ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:0. მას ცოტა ხანში ხორვატების კარის აღება კიდევ შეეძლო, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით დაარტყა და ლივაკოვიჩმა ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, როდესაც მესიმ მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა – ლივაკოვიჩმა ხიფათი გაანეიტრალა.
69-ე წუთზე მესიმ შეტევია მარჯვენა ფრთაზე გვარდიოლი „გააბრუა“ და საჯარიმოში შესულმა პასი ალვარესს გაუკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა. კატარის მუნდიალამდე ბოლოს არგენტინა ფინალში ბრაზილიაში 2014 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, სადაც გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 წააგო. არგენტინის ნაკრები მუნდიალების ნახევარფინალში არასოდეს დამარცხებულა.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გასვლის რიცხვით მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება, რომელმა ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 8-ჯერ ითამაშა.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და გერმანელი ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა.
მესის არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატეზე 11 გოლი გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი მოხსნა. მას მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს და გემანელ მიროსლაბ კლოზეს მიღწევამდე 5 ბურთი აკლია.
მესიმ 2022 წელს არგენტინელთა მაისურით მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო, რაც კალენდარულ წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელია.
მესი 5 გოლით მუნდიალის საუკეთესო ბობარდირებში ფრანგ კილიან მბაპეს გაუტოლდა. მან არგენტინის ნაკრებში გამოსვლის პერიოდში სულ 96 გოლი მიითვალა.
მესიმ გოლით ან საგოლე გადაცემით მსოფლიო ჩემპიონატებზე 13 მატჩი ჩაატარა. 1966 წლის შემდეგ ასეთი შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს აქვს.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფებში მე-6 საგოლე პასი გააკეთა და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
მესიმ წელს 30 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო კარიერაში – 350-ე.
არგენტინის მეტოქე დღეს საფრანგეთსა და მაროკოს შორის გასამართ 1/2-ფინალში გაირკვევა.






