მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნე ვალიდ რეგრაგის ეიმედება, რომ ფრანგები სათანადოდ არ დააფასებენ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მის შეგირდებს გაუჭირდებათ.
„ბურთის ფლობა ყველას რატომ ანერვიულებს? ჩვენ ისე ვთამაშობთ როგორც შეგვიძლია. ჩვენ აქ მოსაგებად ვართ და არა ბურთის ფლობისთვის.
ვიცი, რომ ევროპელები ჩვენ თამაშს აკრიტიკებენ. ჩვენ აფრიკისთვის უნდა გავიმარჯვოთ – განვითარებადი ქვეყნებისთვის. შეხედეთ საფრანგეთის თამაშს ინგლისთან – ბურთის ფლობა დათმეს, მაგრამ გაიმარჯვეს. ისინი საუკეთესოები არიან.
2018 წელს საფრანგეთი ოცნების გუნდი იყო. დეშამი მსოფლიოში საუკეთესოა. იმედია, ხვალ საფრანგეთი პატივს არ გვცემს, თორემ გაგვიჭირდება“ – ციტირებს მაროკოელ სპეციალისტს ესპანური გამოცემა Marca.





