ვაჟა ტაბატაძე მომავალი სეზონიდან ქუთაისის “ტორპედოს” აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ვაჟა ტაბატაძე “ტორპედოს” ღირსებას აღარ დაიცავს. გუნდის კაპიტანს ტორპედოსთან ერთად მრავალი დაუვიწყარი წელი აქვს გატარებული. ვაჟა ტაბატაძე გუნდთან ერთად 2016/17 წელს ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2015/2016 და 2022 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა. კლუბი მადლობას უხდის ვაჟას თითოეულ შეხვედრაში ნაჩვენები თავდადებული გარჯის, ბრძოლისუნაირონობისა და პროფესიონალიზმისათვის! წარმატებებს გისურვებთ კაპიტანო!”




