პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდამ ლუიშ ფიგუმ თავისი ქვეყნის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდა მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს დააბრალა.
პორტუგალიელები 1/4-ფინალში მაროკოსთან 0:1 დამარცხნდნენ და სანტუშმა სასტარტო შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ არ დააყენა.
„მსოფლიო ჩემპიონატს სათადარიგოთა სკამზე რონალდუთი ვერ მოიგეს. მისი სასტარტოში არდაყენება შეცდომა იყო. ამ მარცხში მთელი პასუხისმგებლობა სანტუშს ეკისრება“ – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა Sport.es-თან.





