ნიკოლას ტალიაფიკო: „მესი ჩვენთვის შთაგონების წყაროა“

0
74

არგენტინის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველის ნიკოას ტალიაფიკოს თქმით, მესი განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელსაც თანაგუნდელების მოტივირება შეუძლია.
„ჩვენ განსხვავებული გუნდი ვართ, ვიდრე ოთხი წლის წინ. ვიცით, რომ იქნება მომენტები, როდესაც მოთმენა მოგვიწევს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ხასიათი გამოვავლინოთ, რათა ეს მომენტი გადავლახოთ. ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ განსხვავებული ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.
ჩვენი მიზნის ასრულება გვსურს და ამას მოვახერხებთ, რადგან მესი გვერდით იქნება. ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია, რომელსაც გუნდის მოტივირება შეუძლია. იგი განსაკუთრებულია. ვიცით, რომ მესი გვყავს, რომელიც შთაგონების დიდი წყაროა“ – იუწყება ტალიაფიკოს ნათქვამს Clarin.