რაფაელ ვარანის განცხადებით, საფრანგეთის ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისას ყოველთვის გამარჯვებაა.
„ჩვენ უკვე კარგად გამოვედით ტურნირზე. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის გარკვეული თამასაა – მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება. ეს თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო.
რა თქმა უნდა, ნახევარფინალში გასვლა უკვე დამაკმაყოფილებელი შედეგია, რადგან ამის მიღწევა ადვილი არაა. მეტოქეების დონე იზრდება და ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. თუმცა, ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს – მუნდიალის მოგება“ – იუწყება ფრანგი მცველის ნათქვამს ესპანური გამოცემა As.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი 14 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოს შეხვდება.





