ივან პერიშიჩის თქმით, როგორც ხორვატიის, ასევე არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალს ასი პროცენტით მზად შეხვდება.
„ჯგუფური ეტაპის დროს არგენტინის ნაკრებში ჩემის მეგობრებთან კავშირი მქონდა, მაგრამ მას მერე რაც ჩვენი გუნდი ნახევარფინალში გავიდა, მათთან ურთიერთობა არ მქონია.
თუმცა, ვიცი, რომ ლაუტარო მარტინესი და რომერო თავისი ქვეყნისთვის ცხოვრობენ. ისინი მოუთმენლად ელოდებიან არგენტინის ნაკრების ღირსებას როდის დაიცავენ. არგენტინელები თავისი სამუშაოს შესასრულებლად ასი პროცენტით მზად იქნებიან, ისევე როგორც ჩვენ. კარგ მატჩს ველოდებით. იმედია, გულშემატკივრებს თამაში მოეწონებათ“ – იუწყება ხორვატიის ნაკრების გარემარბის ნათქვამს ინგლისური გამოცემა Daily Mail.
არგენტინა-ხორვატიის 1/2-ფინალი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





