ძანეტი: „მესი ისეთი ლიდერია, როგორიც არასოდეს ყოფილა“

0
48

ხავიერ ძანეტის აზრით ლიონელ მესი ამჟამად არგენტინის ნაკრების ისეთი ლიდერია, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა.
„ახლა ის ისეთი ლიდერი, როგორიც არასოდეს ყოფილა და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს. ის არგენტინელ გულშემატკივრებს სიხარულს მას მერე ჩუქნის, რაც თამაში დაიწყო. ის ჩვენი კაპიტანი, ლიდერი და საყრდენი წერტილია. ლეო ყველაფერს იმსახურებს რაც ახლა აქვს.
არგენტინას ხასიათი აქვს და სჯერა იმის რასაც აკეთებს. დიდი დრო არ დარჩა საუცხოო ნახევარფინალამდე ხორვატიასთან, რომელშიც ჩვენ ნაკრებს ისტორიაში შესვლა შეუძლია.
ხორვატია რთული მეტოქეა. მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ბრაზილიაც საუცხოო გუნდია, მაგრამ ხორვატიას შეეჯახა, რომელსაც საკუთარი თავის ბოლომდე სჯერა“ – იუწყება იტალიური მედია არგენტინის ეროვნული ნაკრების და მილანის „ინტერის“ ექსკაპიტნის ნათქვამს.