მოდრიჩი: „ხორვატიას იმავე დნმ აქვს, რაც „რეალს“

0
39

ლუკა მოდრიჩს მიაჩნია, რომ ხორვატიის ეროვნული ნაკრებს იმავე დნმ აქვს, რაც მადრიდის „რეალს“.
„შეიძლება ითქვას, რომ ხორვატიას იმავე დნმ აქვს, რაც „რეალს“. ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არასოდეს ვნებდებით. ასე, რომ ისინი ერთნაირია“ – განაცხადა ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და „რეალის“ 37 წლის ნახევარმცველმა.
ხორვატიამ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პენალტების სერიაში ბრაზილია დაამარცხა და ხვალ 1/2-ფინალში არგენტინას შეხვდება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.