„სამტრედია“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხი დღის წინ შინ „სიონთან“ 1:0 გამარკვების შემდეგ, დღეს მეტოქე ბოლნისში 2:0 დაამარცხა და ელიტაში აღზევდა.
განვლილ მატჩის გმირი სამტრედიელთა 24 წლის კამერუნელი ლეგიონერი სირილ ჩამბა აღმოჩნდა. რომელმაც დუბლი შეასრულა.
მე-9 წუთზე ლევან ხმალაძის გადაცემის შემდეგ, ჩამბამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთხელ აკენწლა და შემოტრიალებით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ, ბოლნისელები ბევრს უტევდნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ხან ფეხბურთელები სცოდავდნენ, ხან კიდევ სტუმართა ბელარუსი მეკარე სტანისლავ ბურიჩენკოვმა იყოჩაღა.
მეორე ტაიმის შუაწელში „სამრედიას“ ფეხბურთელი კონტრშეტევის დროს მეკარესტან პირისპირ გავიდა და მისი დარტყმული ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოსულმა ლევან ისიანმა ხელებით მოიგერია. თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა თავით ხარიტონაშვილმა ისიანს წითელი ბარათი აჩვენა, თუმცა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იმ ეპიზოდში მასპინძლების მეკარეს ბურთი თავში მოხვდა.
74-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ თავისი ნახევრიდან კარგი გადაცემა მისცა ჩამბას, რომელმაც კარიდან გამოსულ ისიანი გვერდი აუარა და მეტოქის კარი აიღო. მანამდე, ჩამბამ ეროვნული ლიგა 2-ში 29-ჯერ ითამაშა და 7 გოლი მიითვალა.
მატჩს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია და ერთ ეპიზოდში ბოლნისელეი გულშემატკივრების ნასროლმა პეტარდამ „სამტრედიას“ მეკარე მცირედ დააზიანა, მაგრამ საბედნიერო სერიოზული არაფერი მოხდა.
ხარიტონაშვილმა ძირითად დროს 11 წუთი დაამატა, თუმცა, გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა „სიონმა“ ერთი გოლიც ვერ გაიტანა და მომავალ წელს რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს.





