პორტუგალიის ნაკრების ნახევარმრცველ ბრუნუ ფერნანდეშს მიაჩნია, რომ მაროკო 1/2-ფინალში დამსახურებულად გავიდა. მან ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაროკოელებთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა.
„შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ოსტატობა ნამდვილად გვქონდა. ჩვენი თავდადების გათვალისწინებით მეტს ვიმსახურებდით. გულდაწყვეტილები, შეძრწუნებულნი და დათრგუნულები ვართ. ჩვენ შანსი გავუშვით. ვფიქრობდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო ვისაც არ უნდა შევხვედროდით – მაროკოს. არგენტინას, ბრაზილიას ან ნებისმიერ სვხა ნაკრებს.
განვლილ მატჩში მაროკო პორტუგალიაზე უკეთესი იყო და გამარჯვება დაიმსახურა რაც არ უნდა ვთქვათ მსაჯებზე. მაროკომ კარგად ითამაშა და პატივისცემას იმსახურებს. ყველაფერს ვერ გამოვეკიდებით რასაც ვხედავთ. მაროკოს უნდა მივულოცოთ.
მე არ ვიცი აპირებენ თუ არა ჯილდოს არგენტინისთვის მიცემას. ჩემთვის სულ ერთია. ვაპირებ ის ვთქვა რასაც ვფიქრობ – ყველა ეშმაკმა დაწყევლოს…
ძალიან უცნაურია, რომ ჩვენს მატჩზე დანიშნული მსაჯი წარმოადგენეს ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ ტურნირზე გამოდის. ცხადია, რომ უთანასწარო გარემო შეიქმნა ჩვენს საწინააღმდეგოდ“ – იუწყება პორტუგალიური მედია ფერნანდეშის ნათქვამს.





