ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ გავიდა. ვერავინ იტყვია, რომ ზლატკო დალიჩის გუნდის ამას არ იმასუხრებდა, რადგან ჯერ კატარში მიმდინარე ტურნირში თამაში არ წაუგია, ხოლო 1/4-ფინალში უპირობო ფავორიტი ბრაზილია დაამარცხა.
ხორვატებმა ჩვეულ სტილში ითამაშეს და შედეგსაც მიაღწიეს. ბრაზილიას რაც შეეხება, ტიტეს გუნდს აშკარად მეტი მართებდა. მართალია, სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა, რომელმაც ორჯერ ნეიმარს არ გაატანინა, ერთხელ – პაკეტას, ხოლო ერთ ეპიზოდში გოიკო გვარდიოლის ფეხიდაბ წასული ბურთი თავადაც ფეხით მოიგერია.
ბრაზილიამ ანგარიში 106-ე წუთზე გახსნა, როდესაც ნეიმარის დაწყებული კომბინაცია ბრაზილიელებმა საუცხოოდ გაითამაშეს და ლუკას პაკეტას გადაცემის შემდეგ, ლივაკოვიჩთან პირისპირ დარჩენილმა პსჟ-ს ფორვარდმა ხორვატ გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა. ის ბრაზილიის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა.
თითქოს ბრაზილიას ანგარიში მშვიდად უნდა შეენარჩუნებინა და 1/2-ფინალშიც გასულიყო, თუმცა, 116-ე წუთზე ხორვატების შეტევის დროს ბრუნო პეტკოვიჩმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და მას მერე რაც ბურთი მარკინიოსს შეეხო კარში აღმოჩნდა.
პენალტების სერიაში პირველი დარტყმა როდრიგომ შეასრულა და ლივაკოვიჩმა ბურთი მოიგერია. ხორვატებიდან თავისი შანსი ვლაშიჩმა, მაიერმა, მოდრიჩმა და ორშიჩმა გამოიყენეს, ხოლო ბრაზილიიდან თავი კაზემიროს გარდა პედრომ გამოიჩინა, მარკინიოსმა კი ბურთი ძელს მოახვედრა, რითაც ხორვატიას 1/2-ფინალში გზა გაუხსნა.
ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის ისტორიაში პენალტების სერიაში მეოთხედ მონაწილეობდა და ოთხივეჯერ გაიმარჯვა.
ლივაკოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინელი სერხიო გოეკოეჩეას (1990) და თანამემამულე დანიელ სუბაშიჩის (2018) რეკორდი გაიმეორა – პენალტების სერიაში ოთხი დარტყმა მოიგერია. მან ეს ორ-ორჯერ იაპონიასთან და ბრაზილიასთან შეხვედრებში მოახერხა.
ბრაზილია მუნდიალებზე პლეი-ოფში ევროპულ ნაკრებთან მეექვსედ დამარცხდა. ბოლოს “სელესაომ” ევროპული ნაკრებებიდან მსოფლიო 2002 წლის ფინალში გერმანიას 2:0 მოუგო.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი პირველი გუნდია, რომელმა მუნდიალზე დამატებით დროში ანგარიში გახსნა, მაგრამ ტურნირს მაინც გამოეთიშა. ბრაზილია ბოლო ხუთი ჩემპიონატიდან 1/4-ფინალში მეოთხედ გავარდა.






