მადრიდის „რეალი“ ბრაზილიის „პალმეირასს“ 16 წლის თავდამსხმელის ენდრიკს ტრანსფერზე მოელაპარაკა.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ესპანური გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდის. ამასთანავე, შესაძლოა „რეალმა“ კიდევ 25 მილიონი ევრო გაიღოს ბონუსად სხვადასხვა სირთულის პირობების შესრულების შემთხვევაში. ამასთან ერთად მადრიდელები ენდრიკს აგენტს საკომისიო თანხას გადაუხდიან.
ბრაზილიელი ტალანტის თავის რიგებში ხილვა „ბარსელონას“, პსჟ-ს და „ჩელსის“ სურდათ, მაგრამ მან „რეალი“ აირჩია.
წელს ენდრიკმა ბრაზილიის სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ის „რეალთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს, ხოლო გუნდს 2024 წლის ივლისში შეუერთდება.





