გონსალუ რამოში: „რონალდუ ჩვენი კაპიტანია და ყოველთვის ცდილობს დაგვეხმაროს“

0
91
Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Round of 16 - Portugal v Switzerland - Lusail Stadium, Lusail, Qatar - December 6, 2022 Portugal's Goncalo Ramos celebrates scoring their fifth goal and his hat-trick REUTERS/Hannah Mckay

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან (6:1) ჰეთ-თრიქის შემსრულებელი გონსალუ რამოშის თქმით, მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუმ გაამხნევა.
„კრიშტიანუ რონალდუ მესაუბრა, ისევე როგორც დანარჩენებს ესაუბრება. ის ჩვენი კაპიტანია და ყოველთვის ცდილობს დაგვეხმაროს. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
ყოველივე სწრაფად მოხდა და ახლა მომდევნო თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ვიქნები თუ არა 1/4-ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ჩემი გადასაწყვეტი არაა. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო და დანარჩენი გამოჩნდება“ – განაცხადა რამოშმა, რომელიც სასტარტოში რონალდუს ნაცვლად დააყენეს და ჰეთ-თრიქი შეასრულა.
სხვათა შორის, ის პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა და გამორიცხული არაა მომავა წელს საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ. პორტუგალიის ახალგაზრდული ჯგუფში საქართველოსთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად მოხვდა.
პორტუგალიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მესამედ გავიდა და 10 დეკემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.